| |
ძიძა
ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ძიძა როგორც საათობრივი ისე სადღეღამისო მომსახურებით.
დამქირავებელს საშუალება ექნება შეხვდეს და გაესაუბროს ინდივიდუალურად სამ ძიძას და მათგან არჩევანი გააკეთოს მისთვის მისაღებ კანდიდატურაზე.
მომვლელი (მოხუცის,ავადმყოფის)
მოხუცებულის ან ავადმყოფის მოსავლელად ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე, გამოცდილი და კვალიფიციური კადრი,რომელიც იზრუნებს თქვენი ოჯახის წევრის ჯანმრთელობაზე,სიმშვიდეზე, სისუფთავეზე და კარგ განწყობაზე.
ოჯახში დამხმარე
ოჯახში დამხმარე ერთგვარი შვებაა დიასახლისისთვის. ყოველდღიურად სამსახურის შემდეგ შინ დაბრუნებული გადაღლილი ქალბატონისთვის სახლის სისუფთავეზე და ოჯახის წევრების გამოკვებაზე ზრუნვა საკმაოდ რთულია. ამას ყველაფერს თქვენს ნაცვლად ოჯახში დამხმარე გააკეთებს. მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ქალბატონი იზრუნებს თქვენს სახლში სისუფთავეზე და ოჯახის წევრებისთვის გემრიელი სადილების მომზადებაზე.
დამლაგებელი
სახლის დალაგება და სისუფთავის შენარჩუნება კი დამლაგებლის მთავარი საზრუნავია. გთავაზობთ დამლაგებლის მომსახურებას როგორც ერთჯერადი ისე ხანგრძლივი ვადით.
მებაღე
თქვენი სახლის ეზოში არსებულ სიმწვანესა და სილამაზეზე ჩვენი მებაღე იზრუნებს. ის არამარტო მოუვლის თქვენს მცენარეებს არამედ იზრუნებს ლანდშაფტის გასაოცარი დიზაინის შექმნაზე.
ოჯახური წყვილი
თქვენი სახლისთვის ან აგარაკისთვის იდეალური ვარიანტია ოჯახური წყვილი. დიასახლისი და მამასახილი სახლში გააკეთებენ ყველაფერს, რომ თქვენ თავი იგრძნოთ მშვიდად,სუფთად და უსაფრთხოდ.
ძაღლის გამსეირნებელი
გადატვირთული დღის გრაფიკის გამო ვერ ახერხებთ უფრო მეტი დრო გაატაროთ თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად? ჩვენ დაგეხმარებით პროფესიონალი და რაც მთავარია ცხოველების მოყვარული კადრის შერჩევაში. ძაღლის გამსეირნებელი იზრუნებს თქვენი ძაღლის გარეთ გასეირნებაზე, როგორც დილით ისე საღამოს.
მძღოლი
პირადი მძღოლი ეს არის ადამიანი რომელსაც თქვენ ანდობთ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლეს. იგი ვალდებულია იზრუნოს თქვენს უსაფრთხო და მშვიდ გადაადგილებაზე. იგი ასევე პასუხისმგებელია თქვენი ავტომობილის გამართულ მდგომარეობზე.
|
|